Home
Category
TV Live Menu

პრემიერი ლარის კურსზე: არაფერი საგანგაშო არ არის, გვაქვს ყველა მიზეზი რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი

56a24f4b4e57c
BM.GE
22.01.16 19:47
1113
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია. როგორც დღეს გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებს განუცხადა მთავრობა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
 
"ეს არის კორექტირება ლარის კურსის, იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგაშო არ არის, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვერანაირ საფუძველს იმისას, რომ რაიმე ნეგატიურს ვხედავდეთ ამაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ვხედავთ", - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day