Home
Category
TV Live Menu

პრემიერი ნარმანიაზე: ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც თბილად დავაბინავეთ ვიღაც

5a3a5e5c7efc6
BM.GE
20.12.17 16:54
601
ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც თბილად დავაბინავეთ ვიღაც,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტარ ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვას თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას სემეკ-ის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დავით ნარმანია მაღალკლავიფიციური კადრია.

„დავით ნარმანიამ ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ის არის მაღალკვალიფიციური ფინანსისტი. აბსოლუტურად ადეკვატურია მისი წარდგენა ამ პოზიციაზე“,- აცხადებს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია სემეკ-ის წევრობის კანდიდატია, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day