საქართველოს პრემიერ მინისტრი პარლამენტში იმყოფება, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრემიერის მისამართით პარლამენტის წევრებს ძირითადად კითხვები ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. პოლარიზაციის შემცირება, კორუფციასთან ბრძოლა და დეოლიგარქიზაცია… დეპუტატების კითხვებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებშიც ისმენს. რა მთავარი აქცენტები ჰქონდა პრემიერს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან?