Home
Category
TV Live Menu

პრემიერი: რაჭაში წლის ნებისმიერ დროს, 1 საათზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი ამოსვლა

57f62c3b3932d
BM.GE
06.10.16 14:48
988
ამბროლაურში აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა დასრულდა. ღონისძიებას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დაწესრო და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

"მინდა მოგილოცოთ რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება. ამბროლაურის აეროდრომი აშენდა უპრეცედენტოდ მოკლე დროში. დღეს აქ არის აეროდრომი, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის რეგიონისთვის. აქ იქნება რეგულარული რეისები და რაჭაში შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს 1 საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე დედაქალაქში ჩასვლა ნებისმიერ დროს. ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. აქ იქნება ძალიან ბევრი ტურისტი სულ ცოტა ხანში და განვითარდება ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები, ასევე აგანვითარდება ზამთრის კურორტები. აქამდე ეს შესაძლებელი არ იყო.

ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტის სამთო აეროდრომი. ეს არის პირველი ნაბიჯი, შემდგომში ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით. გზა აუცილებლად აშენდება, გომი-საჩხერე-რაჭა, ეს არამარტო დანაპირები არამედ ჩემთვის დასრულებული გეგმაა", - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day