Home
Category
TV Live Menu

პრემიერი: სავარაუდოდ, თურქეთთან საზღვრებს უახლოეს პერიოდში ჩავკეტავთ

578971453b204
BM.GE
16.07.16 03:21
1054
საქართველო თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
 
"ჯერ-ჯერობით თურქეთის იმ ნაწილში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეიმჩნევა, ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჩვენს მხარეს კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს.

ვნახოთ, მე მგონია, რომ ამ წუთას ჩვენს მხარეს არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია, თუმცა, რაც თურქეთში ხდება, ბუნებრივია, შეშფოთების საგანია. საზღვრებზე კონტროლი გაძლიერებულია, სავარაუდოდ, თურქეთთან საზღვრებს ჩავკეტავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day