Home
Category
TV Live Menu

პრემიერი: სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

578f32bd10a96
BM.GE
20.07.16 12:12
910
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა თურქეთში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი.
 
"შედეგები, რომლითაც ჩვენ ჩამოვედით, არის მართლაც სასიხარულო და მისასალმებელი. 5 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day