Home
Category
TV Live Menu

პრემიერი: ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში

5864b4fd68af0
BM.GE
29.12.16 10:59
959
ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმაზე პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ეს ჩვენი ქვეყნის ახალ გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს, ეს ნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის რეგიონსა და მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეებისთვის. დიახ, ეს არის ისევ და ისევ, თანამედროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სივრცითი რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება. „სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day