Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერმა FDI-ის მოზიდვის საკითხებში სპეციალურ მრჩეველად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა / ანალიტიკა - 07.05.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
07.05.21 14:18
457
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა. რა ფონზე მიიღო ეს გადაწყვეტილება პრემიერმა? წინასწარი მონაცემებით, საქართველომ 2020 წელს დაახლოებით 617 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც 53 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო და ქვეყანას გლობალური ფინანსური კრიზისის ტალღაც დაეწია. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა. საქსტატის მიხედვით, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაახლოებით 341 მლნ. ამერიკული დოლარით შეამცირა.

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი? ჰუდაკი 2016-2019 წლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი იყო. იქამდე კი 2015-2016 წლებში სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2019 წლის ნოემბრიდან ვაზილ ჰუდაკი სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის GLOBSEC-ის პროექტების მმართველია. 2021 წლის თებერვლიდან - ჩეხეთის განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია. ამასთანავე, 2021 წლის იანვრიდან ის ჩეხური საინვესტიციო ფონდის 4gimel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ბიემჯი-ს და პირადად მეც, არაერთხელ გვქონია მასთან გასაუბრების საშუალება, როცა ის იაიბი-ს ვიცე-პრეზიდეტნის პოსტს იკავებდა.

სტუმარი: სანდრო ჭუმბურიძე - საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო; ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day