Home
Category
TV Live Menu

პრემიერმა Libra Group-ს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

5880dcccd89ba
BM.GE
19.01.17 19:34
1059
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია “Libra Group”-ის თანამფლობელს, ნიკოლას ლოგოტეტისს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

Libra Group-ს აქვს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ბიზნესჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია ავიაციის, ენერგეტიკის, საფინანსო სფეროებზე, სასტუმროებსა და უძრავ ქონებაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day