Home
Category
TV Live Menu

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში ჯარის გამოყენების წარდგინებით მიმართა

599c88ec9259b
BM.GE
22.08.17 23:37
1651
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day