Home
Category
TV Live Menu

პრემიერმა შს მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა

5a0944e56fbd6
BM.GE
13.11.17 11:07
763
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მისი მენეჯერული გამოცდილების გამო შეირჩა.

„დარწმნუნებული ვართ, ის წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა კვირიკაშვილი.

მისი თქმით, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი მთავრობის პრიორიტეტია და ამის ხაზგასასმელად გიორგი გახარია ვიცეპრემიერის პოსტს დაიკავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day