Home
Category
TV Live Menu

პრემიერმინისტრის მრჩეველი უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე: "ვერაფერს გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ, ამიტომ თამაშის წესები უნდა იყოს ნათელი"

58db9c103da47
BM.GE
29.03.17 15:26
849
პრემიერმინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე აცხადებს, რომ სანამ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ რამე ჩაიწერება, ეს საკითხი ასჯერ არის დასაფიქრებელი. ამის შესახებ კირვალიძემ "საქმის კურსთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, კონსიტიტუციაში ამის ჩაწერა თვითმიზანი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები ნათლად გაიწეროს, რადგან "გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ".

"აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ ჯერ ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ხელაღებით არ შეიძლება არაფრის არც აღკვეთა და არც გადაწყვეტა, მაგრამ ასჯერ არის ეს დასაფიქრებელი, შემდეგ არის მისაღები, რადგან შეიძლება ისეთ რეგიონზე ვსაუბრობთ, სადაც რესურსი საერთოდ არ არის. შეიძლება ისეთზე ვსაუბრობთ, სადაც საერთოდ ადამიანი არ არის და პირიქით გვჭირდებოდეს ინვესტორის მოყვანა. ამიტომ ეს საკითხ-საკითხ არის განსახილველი და სწორედ აქეთ მიდის საქართველოს მთავრობა, რომ ეს საკითხი მიწასთან დაკავშირებით იყოს ნათლად და მკაცრად რეგულირებული. ვერაფერს გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ. თამაშის წესები უნდა იყოს ნათელი და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე",- აცხადებს დავით კირვალიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day