Home
Category
TV Live Menu

პრეზიდენტი ონლაინსესხებთან, მიკროსაფინანსოებთან და კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ხელს მოაწერს

58788b0fe7157
BM.GE
13.01.17 12:05
1138
პრეზიდენტი ონლაინსესხებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელს მოაწერს და ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტს აქვს გარკვეული შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, თუმცა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმდა, რომ "ტექნიკური ხარვეზები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება". მელიქიძის თქმით, სწორედ ამ პირობით აწერს ხელს პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

Subscribe to our news

Get the main news of the day