Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტი VS „ოცნება“ - რა საფრთხის წინაშეა ეროვნული ბანკი?

BM.GE
07.06.23 14:45
73
დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ამჯერად ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატზე. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კონსულტაციების შედეგად, პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად, მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა, თუმცა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია. შედეგად, ქართული ოცნება, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ვეტოს დაძლევას აანონსებს. მმართველი პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურას მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.

ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა. “საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას და თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“- ნათქვამი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში. რა გავლენა ექნება ვეტოს დაძლევას, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. დეპუტატი რომან გოცირიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

სტუმარი: რომან გოცირიძე - სების ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი

Subscribe to our news

Get the main news of the day