Home
Category
TV Live Menu

"პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა მოსამართლეთა შერჩევის წესის შეცვლა და დახვეწაა"

5790e2d0159a2
თელარა გელანტია
21.07.16 18:55
897
"ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის, რომ შეიცვალოს და დაიხვეწოს მოსამართლეთა შერჩევის წესი“, - ასე უპასუხა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ბიზნესკონტაქტის კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებულ სასამართლო რეფორმას შეეხებოდა.

"ქართულ მართლმსაჯულების სისტემას აშკარად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, გაუმკლავდეს არსებულ ბიზნესთან დაკავშირებულ ქეისებს, ისევე როგორც სხვა ტიპის დავებს. ჩვენი პოზიციაა, რომ მოვძებნოთ გზები, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში რაც შეიძლება მეტად ეფექტური და გამჭვირვალე. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის, რომ შეიცვალოს და დაიხვეწოს მოსამართლეთა შერჩევის წესი“, - აცხადებს ბრუნო ბალვანერა.
ბალვანერა აცხადებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ინვესტორთა საბჭოზეც იყო.

შეგახსენებთ, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილმი 29 ივნისს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც თქვა, რომ „მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში უნდა ამაღლდეს". პირველი ვიცე-პრემიერის აზრით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეფორმები სწრაფად და ეფექტურად უნდა გატარდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day