Home
Category
TV Live Menu

"პროდუქტის რეკლამირების გარეშე ევროკავშირის ბაზარზე მისი რეალიზება რთული იქნება"

5728864397cc5
BM.GE
03.05.16 15:04
955
"პროდუქტის რეკლამირებისა და ცნობადობის გაზრდის გარეშე, ევროკავშირის ბაზარზე მათი რეალიზება რთული იქნება", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონკურენტულია და იქ პროდუქტის გატანა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რომელიც სხვადასხვა სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.
 
"ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონკურენტული ბაზარია. ეს არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს დარგს და ამ დარგში მოღვაწე მეწარმეებს მიეცათ. თავსიუფალი ვაჭრობის პრინციპი არის ბარიერების გარეშე ბაზარზე შესვლა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და ეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

რაც არ უნდა სირთულეები იყოს ეს სირთულეები უნდა გადავლახოთ. მათ შორის სურსათის უვნებლობის კუთხით არაერთ სტანდარტს უნდა დავუახლოვდეთ. ამ გარდამავალ პერიოდში არის სირთულეები, ეროკავშირის მოთხივნები არის ძალიან მკაცრი განსაკუთრებით ცხოველური პროდუქტის კუთხით და ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავაკმაყოფილოთ ეს სტანდარტები.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და ეს ჩვენს სტარტეგიაშიც აღნიშნულია. ამას ემსახურება მარკეტინგული საშუალებები, იგივე გამოფენების სახით. პროდუქტის რეკლამირების და ცნობადობის გაზრდის გარეშე ევროკავშირის ბაზარზე მათი რეალიზება რთული იქნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day