პროექტი "მოედანი" - ადგილი, სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი...
BM.GE
28.11.21 15:23
• 365
1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ მდებარეობს ტურისტულად მიმზიდველ - თბილისის ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს 220 საცხოვრებელ აპარტამენტს, 80 ნომრიან სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის. ანუ ეს არის ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ და ერთობი. რა იყო „მოედანის“ ინსპირაცია? რა გამოარჩევს მას და რა საინვესტიციო სარგებელი აქვს? დეტალებს მარიამ ადამია მოგვიყვება სიუჟეტში, რომელიც განსხვავებული კონცეფციის მქონე პროექტის დასათვალიერებლად და გასაცნობად პირადად ესტუმრა “მოედანს” და საინტერესო მესიჯებსა და სიახლეებს ახლა თქვენც გაგიზიარებთ.