ჰირუდოთერაპია, როგორც სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნების ერთ-ერთი უძველესი მეთოდი, რომელიც ეგვიპტიდან იღებს სათავეს, ბევრ ქვეყანაში უკვე განვითარებულ სამედიცინო მიმართულებად იქცა… ჰირუდოთერაპია წურბელებით მკურნალობას გულისხმობს და შესაბამისად ამ დარგს საკუთარი სპეციალისტიც სჭირდება, რომელიც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია და ერთ-ერთი ჰირუდოთერაპევტი ფორბსმა აღმოაჩინა და პროფესიონალის რუბრიკაში მოხვდა… ეკა ლაშხია ჩვენი გმირი, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებებთან ერთად ჰირუდეთერაპიასაც ითავსებს… ინფექციური საავადმყოფოს რადიოლოგი, დღეს წარმატებული ჰირუდოთერაპევტიცაა… როგორ იკიდებს ეს დარგი ფეხს საქართველოში და რა სჭირდებათ პროფესიონალებს, რომ წურბელებით მკურნალობა მომგებიან ბიზნესად იქცეს.