Home
Category
TV Live Menu

პროფესიულ სასწავლებლებში მოთხოვნა ძირითადად სასტუმროს მართვის მიმართულებით ფიქსირდება

58bfeb434493a
სალომე მეცხვარიშვილი
12.03.17 15:00
951
პროფესიულ სასწავლებლებში მოთხოვნა ძირითადად სასტუმროს მართვის მიმართულებით ფიქსირდება. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" გამოკითხული პროფსასაწავლებლები და სასწავლო ცენტრები აცხადებენ.

როგორც სასწავლო ცენტრ ONE World-ის დირექტორი ლალი ყუშიტაშვილი ამბობს, სასტუმროს საქმის მიმართ მოთხოვნა გასული წლიდან გაიზარდა.

მისი თქმით, მოსწავლეებს განსაკუთრებით იზიდავთ ის გარემოება, რომ სასწავლო ცენტრს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან აქვს ხელშეკრულება და სტაჟირებას მათთან გადიან.

"ადრე ლოჯისტიკაზე იყო მოთხოვნა, პიარზე იყო მოთხოვნა, მაგრამ ახლა აღარ არის. ბოლო წლებია გააქტიურებულია ეს მიმართულება, მაგრამ ჩვენთან აქტიური უფრო შარშანდელი წლიდან გახდა. კადრების დეფიციტია ყველგან, ბევრი სასტუმრო შენდება და კადრები არ არის",- აცხადებს ლალი ყუშიტაშვილი.

პროფესიული სასწავლებლის „იკაროსის“ დირექტორი რუსუდან ჩართოლანიც აცხადებს, რომ ზოგადად პროფსიულ სასწავლებლებზე მოთხოვნა გაზრდილია, განსაკუთრებით პოპულარული კი სასტუმრო და სარესტორნე მიმართულებაა.

"ჩვენს სასწავლებელში თითოეულ პროგრამაზე მოდის 4-5 ადამიანი ერთ ადგილზე. არის პროგრამები, რომლებზეც შედარებით ნაკლებია მოთხოვნა, მაგრამ მაღალი მოთხოვნაა დამსაქმებლის მხრიდან, ასეთია, მაგალითად სამშენებლო სფერო“,- აცხადებს რუსუდან ჩართოლანი.

მისივე განცხადებით, „იკაროსში“ მომზადებული კადრები დიდ და ბრენდულ სასტუმროებში საქმდებია, როგორებიცაა: "ჰუალინგი", "ჰოლიდეი ინი", "შერატონი" და ა.შ.

Subscribe to our news

Get the main news of the day