პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
22.11.21 13:25
2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ.
სტუმრები: მაგდა მაღრაძე - “ათასწლეულის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი; ივა ჭყონია - "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია", ხელმძღვანელი.