"პროგნოზები აჩვენებს, რომ მომდევნო წლებში ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად განვითარდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური კუთხით მთავრობის მიერ იქნა მიღებული სწორი იყო.
"ჩვენ ვართ გახსნილი ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია მათ შორის იმ ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ვაჭრობა და საიდანაც შემოდის ინვესტიციები, ქვეყანა საავაჭრო პარტნიორების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ განვითარდება.
პროგნოზები, რომლებსაც ჩვენ და საერთაშორისო ორგანიზაციები ვაკეთებს აჩვენებს შემდეგს, რომ მომდევნო წლებში, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად განვითარდება. ჩვენ გავქვს კონკურენციაზე დამყარებული ეკონომიკა, როდესაც კერძო სექტორი ვითარდება და ქმნის სამუშაო ადგილებს. კერძო სექტორი ვითარდება იმ შემთხვევაში როდესაც მას ხელს არ შეუშლი.
ჩვენი ჯინის კოეფიციენტი იყო ძალიან ცუდი 2010-2011 წლებში ჯინის კოეფიციენტი არის გაუმჯობესებული 2012 წლიდან.
ჯინის კოეფიციენტი არის განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორ ნაწილდება მოსახლეობაზე ქვეყანაში შექმნილი დოვლათი, ის რაც შეიქმნა გადანაწილდა ინკლუზიურად მოსახლეობაზე.
ეკონომიკურ ნაწილში გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მიიღო არის აბსოლუტურად სწორი. ეს გადაწყვეტლებები არის გათვლილი იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესდეს.
როგორ უნდა გეკეთებინათ თქვენ ბიზნესი ქვეყანაში, სადაც საკუთრების უფლება დაცული არ იყო და 128 ქვეყანაში 120 ადგილზე ვიყავით. კერძო ბიზნესი როგორ შეიქმნება თუ არ არსებობს კერძო საკუთრება", - განაცხადა მინისტრმა.