ბრიტანეთში რეფერენდუმის ხმების დათვლა მიმდინარეობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ევროკავშირში დარჩენას მხარი 48,2%-მა მისცა, ხოლო გამოყოფას კი მოსახლეობის 51,8%-მა.
საკუთარ პროგნოზს აკეთებს BBC, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმში 52%-მა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, ხოლო 48-მ კი დარჩენას. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში დარჩენას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა ლონდონსა და შოტლანდიაში, სამხრეთ ინგლისში კი განსხვავებული მონაცემები იყო.
CNN-ის ინფორმაციით კი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი 51,9%-მა დაუჭირა.
გამოცემა წერს, რომ დაახლოებით 14 მილიონმა ადამიანმა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა, 15 მილიონმა კი მის დატოვებას.