Home
Category
TV Live Menu

"პროგრამის დაანონსების დროსაც მოლოდინი იყო, რომ სესხების 30% გალარდებოდა

58d257585fb37
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.17 14:00
1867
"ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელის ალექსი ხოროშვილი ამბობს, რომ სესხების გალარების შედეგები ზუსტად დაემთხვა იმას, რაც მთავრობას ჰქონდა დაანონსებული. ალექსანდრე ხოროშვილი აცხადებს, რომ უშუალოდ მათს ბანკში 30%-ზე მეტი სესხი გალარდა.

"მემგონი, მოლოდინები ზუსტად დაემთხვა იმას, რაც მთავრობას ჰქონდა დაანონსებული. დაანონსების დროსაც მოლოდინი იყო 30%-იანი შესრულების და დაახლოებით ამ ნიშნულზე ავიდა. ჩვენს ბანკში 30%-ს გადააჭარბა ამ მიმართულებამ. "ლიბერთი ბანკი" ისედაც გამონაკლისია სხვა ბანკებთან შედარებით, რადგან ჩვენთან ლარიზაცია ისედაც მაღალია და ჩვენი პორტფელის 98% ლარისგან შედგება",- აცხადებს ალექსი ხოროშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day