Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროტესტის გაკვეთილები

BM.GE
10.03.23 11:13
112
არა, რუსულ კანონს! – პროტესტმა პირველი შედეგი ის გამოიღო, რომ ე.წ. აგენტებზე ნადირობა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. 

როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ განმარტა, კანონპროექტის გამოხმობის შესახებ მიმართვა ვენეციის კომისიაშიც გაგზავნილია. ქართული ოცნების მიერ მანამდე გავრცელებულ წერილში კი ეწერა, რომ ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავდნენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში.

რჩება თუ არა იმის რისკი, რომ კანონპროექტი ისევ მობრუნდეს პარლამენტში და რა გაკვეთილი მიიღო ქართულმა ოცნებამ პროტესტის ფონზე?

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ხელმძღვანელი;




Subscribe to our news

Get the main news of the day