PSP ქართული მედიკამენტების ევროკავშირში გატანას 2017 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ქართული ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, წელს კომპანია შესაბამის სერთიფიკატს აიღებს, მომავალი წლიდან კი PSP ჯგუფის წარმოებული მედიკამენტები ევროკავშირის ქვეყნებში გავა.
ოქრიაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პოლონეთის და ჩეხეთის ბაზარზე აპირებენ შესვლას.
კახა ოქრიაშვილის თქმით, უკვე ორი წელია ამ მიმართულებით მუშაობენ და ბაზარზე შესვლისთვის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცედურებია გასავლელი. მეორე ეტაპია ბაზარზე თავის დამკვირდება. PSP-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში მედიკამენტების გატანა გარკვეულწილად კომპანიის იმიჯთან არის დაკავშირებული.
მისი განცხადებით, მარკეტინგისთვის, სავარაუდოდ, ადგილობრივ კომპანიებს დაიქირავებენ და ახალ სტაფს აღარ შექმნიან.