Home
Category
TV Live Menu

პურ-პროდუქტების ასოციაცია: საქართველოში ფქვილის ფასი არ შემცირებულა

580f3b163075c
BM.GE
25.10.16 14:57
968
"საქართველოში ფქვილის ფასი არ შემცირებულა", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, ფქვილისა და ხორბლის ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას მოსაზრება, რომ ფქვილის ფასი ისტორიულ მინიმუმზეა არასწორია. სწორედ ამას უკავშირებს დოლიძე იმ ფაქტსაც, რომ საქართველოში პური და სხვა პროდუქტები არ გაიაფებულა. მისივე თქმით, ფქვილის ფასის მატებასა და შემცირებას არასწორად ანგარიშობენ.

"ანგარიშობენ იმ დროიდან როდესაც მონოპოლისტები იყვნენ ბაზარზე, რაც არასწორია. 2007 წლიდან საქართველოში შეზღუდეს სხვა ქვეყნებიდან ფქვილის შემოტანა ვითომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ადგილობრივი წარმოებები გაკოტრდნენ. როდესაც ბაზარზე მონოპოლისტები დარჩნენ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარი გახდა, სწორედ ამ ფასთან ხდება შედარება, რაც არასწორია.

პურის ფასი ქვეყანაში სოციალური ბარომეტრია. მეწარმეს როგორც ფასში ისე ხარისხში არჩევანის საშალება უნდა ჰქონდეს", - აცხადებს დოლიძე.

მეხორბლეთა ასოციაცია: ფქვილის ფასი ისტორიულ მინიმუმზეა, საიდან ამზადებს ISET სტატისტიკას არ ვიცი

Subscribe to our news

Get the main news of the day