Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პურის ფესტივალი ახალციხეში

BM.GE
20.10.21 13:16
325
„პურის ფესტივალი“ საქართველოში წელს მესამედ ტარდება. რომლის ინიციატორიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გახლავთ. ფესტივალი ახალციხეში იმართება და ღონისძიების მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გადარჩენა და პოპულარიზაცია, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და გაყიდვების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წახალისება. ფესტივალი ფართო საზოგადოებას რეგიონის კულტურულ და ეთნოლოგიურ მემკვიდრეობას გააცნობს, ამასთან ადგილობრივი პურისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება და რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის გაცნობა საინტერესო გამოცდილებებისა და შთაბეჭდილებების მიღების საშუალებას მისცემს როგორც რეგიონის მაცხოვრებლებს, ასევე ფესტივალზე ჩასულ სტუმრებს.

სტუმარი: მაკა ჯორჯაძე - “ელკანა” დირექტორი.

Subscribe to our news

Get the main news of the day