რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონი დაამტკიცა და უცხოური სანქციების ქვეშ მყოფი რუსი მოქალაქეებისთვის საგადასახადო ტვირთი მოხსნა.
საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილება იმ პირებს ააცილებს თავიდან გადასახადებს, ვისაც უძრავი ქონება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში და ერთდროულად ორმაგ გადასახადს (ორი ქვეყნის გადასახადს) იხდის და ამავე დროს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო იძულებულები არიან რუსეთში იცხოვრონ. ადამიანებმა, რომლებსაც სანქციები აქვთ დაკისრებული ფედერალურ საგადასახადო სამსახურს (FTS) უნდა მიმართონ დოკუმენტებით.
ადრე აღნიშნულ დოკუმენტს სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო ამტკიცებდნენ.