Home
Category
TV Live Menu

ქადაგიძე მოგების გადასახადის გაუქმებაზე: ასეთი მიდგომა უბრალოდ გაუგებრობაა

584182fa5db5c
BM.GE
02.12.16 18:17
913
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"პატივცემულო Facebook მეგობრებო რადგან მაინც მიწევს პირად მიმოწერაში ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც უნდა გატარდეს რომ დავზოგოთ/მოვიძიოთ 1 - 1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის.

თემა 1. მოგების გადასახადის გაუქმება (ესტონური მოდელი)

ა. მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხიდიან არანაირ გადასახადს გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.

ბ. ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო პრო და ა.შ.) ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.

გ. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად. გამოდის რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან.

ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა.

მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი: 150-200 მილიონი ლარი.

პ.ს. შემდეგი თემა - ჯანდაცვა. სულ 10 თემა იქნება. კომენტარებს და შენიშვნებს ყურადღებით და სიამოვნებით გავეცნობი”, - წერს ქადაგიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day