Home
Category
TV Live Menu

ქალაქები, სადაც ტურისტები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

59d886ea9d401
BM.GE
07.10.17 12:00
787
კომპანიამ Mastercard იმ ქალაქების სია შეადგინა, სადაც უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეთ თანხას ხარჯავენ. ტურისტების ხარჯების დასათვლელად კომპანიამ მსოფლიოს 132 ქალაქი შეისწავლა. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ 2016 წელს ყველაზე მეტი თანხა - 28,5 მილიარდი აშშ დოლარი ტურისტებმა დუბაიში დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. 2009 წლიდან კვლევაში მონაწილე 132-ვე ქალაქაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 55%-ზე მეტად გაიზარდა.
დუბაის ნიუ-იორკი მოჰყვა, სადაც ტურისტებმა 17 მილიარდი აშშ დოლარი დატოვეს, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

Mastercard-ის რეიტინგის მიხედვით, გასულ წელს ტურისტებმა სინგაპურში 15,7 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ბანგკოკში 14 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2015 წელთან შედარებით 10,9%-ით მეტია. აღნიშნული კვლევის თანახმად, პარიზში საერთაშორისო ვიზიტორებმა 12 მილიარდი აშშ დოლარი დატოვეს, იაპონიის დედაქალაქში კი 11,3 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 3,7%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს.

Mastercard-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებების სია ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ასეთია:

1.ბანგკოკი - 2016 წლის საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 19,41 მილიონი
2.ლონდონი - 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 19,06 მილიონი
3.პარიზი - 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 15,45 მილიონი
4.დუბაი - 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 14,87 მილიონი
5.სინგაპური 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 13,11 მილიონი

Mastercard-ის რეიტინგის ათეულს კი აგრძელებენ: ნიუ-იორკი, სეული, კუალა-ლუმპური, ტოკიო და ათეული სტამბოლმა დააგვირგვინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day