საკონსულტაციო კომპანია Wealth-X-ი ყოველწლიურად იკვლევს, თუ სად ცხოვრობენ მილიარდერები და როგორ აგროვებენ ისინი თავიანთ კაპიტალს. კომპანიის უახლესი კვლევა ამჯერად იმ ქალაქებს შეეხება, სადაც დღეს ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. მართალია, ბოლო 7 წელია, მილიარდერთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ იცვლება, თუმცა, Welth X-ის ცნობით, წლევანდელ რეიტინგში გარკვეული ცვლილები მაინც შეინიშნება. რომელი ქალაქები უყრის თავს ყველაზე მეტ მილიარდერს და ვინ არის ამ ქალაქების ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი?