Home
Category
TV Live Menu

ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება

58c91243344ae
BM.GE
15.03.17 14:06
992
თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაავალა.

დავალების შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს - ფიზიკური და იურიდიული პირები, დედაქალაქის ქუჩებსა და კომერციული ფართების წინ საბურავების დაყრის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან და ძველი საბურავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day