Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდება

5a86abc5a8051
ელენე გოგბერაშვილი
16.02.18 14:00
720
"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიხედვით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე აცხადებს. მისი თქმით, მძიმე შემთხვევების დიდი წილი სამშენებლო ობიექტებზე ფიქსირდება, შესაბამისად სანქციები გავრცელდება არამხოლოდ უსაფრთხოების ზომების დარღვევაზე, არამედ უნებართვო მშენებლობებზე და პროექტიდან გადახვევის შემთხვევაშიც.

თადუმაძე ამბობს, რომ სანქციების განსაკუთრებული რეჟიმის სამშენებლო ობიექტებზე გავრცელების საკითხზე შეთანხმება თბილისის მერიას, მთავრობასა და პარლამენტს შორის მიღწეულია, თუმცა რა მოცულობის სანქციები დაუწესდება სამშენებლო სექტორს ჯერ უცნობია.

"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიხედვით, უსაფრთხოების ნორმებს ობიექტებზე შრომის ინსპექცია გააკონტროლებს. დოკუმენტში სანქციების მინიმალური მოცულობა 100 ლარით, მაქსიმალური კი 50 000 ლარით განისაზღვრა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორს უფლება აქვს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩეროს.