Home
Category
TV Live Menu

ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპელემენტაციის თემაზე შეხვედრა გაიმართება

577e15ba3014f
BM.GE
07.07.16 12:38
1250
7 ივლისს, 15:00 საათზე, CSR კვირეულის ფარგლებში “ჯიპიაი ჰოლდინგის” ტრენინგ ცენტრში (აღმაშენებლის ქ.#61) გაიმართება შეხვედრა თემაზე ,,ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპელემენტაცია. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მონაწილეობით ტარდება და მას ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის მნიშვნელობა ბიზნესისთვის; რას გულისხმობს გაეროს პრინციპების დანერგვა და რა დადებითი მხარეები აქვს ბიზნესისთვის აღნიშნული პრინციპების განხორციელებისას. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩვენს ქვეყანაში.

შეხვედრას გაუძღვებიან “ჯიპიაი ჰოლდინგის” მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი თინათინ სტამბოლიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალისტი კარინ გორანსონი და “KPMG საქართველოს” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი გოცირიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day