ქაოტური ბიზნეს საქმიანობა აღმაშენებლის გამზირზე - კალაძის მოწოდება ბიზნესს
BM.GE
28.07.23 11:09
• 33
ამ კვირაში თბილისის მთავრობის ტრადიციულ სხდომაზე, თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ბიზნეს სუბიექტების მიმართ, დავალება გასცა, რომლის მიხედვითაც, 40-მდე ღია კაფეს მესაკუთრეს, ეძლევა ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე. კახა კალაძეს თქმით, გამზირზე ქაოტური მდგომარეობაა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.