ენერგეტიკის განვითარების ფონდი ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ინვესტორებს იწვევს.
ფონდის ცნობით, შერჩეულ ტერიტორიაზე წინასწარი კვლევა უკვე ჩატარებულია, წინადადებების წარდგენისთვის ინვესტორებს 18 იანვრიდან 1 თვიანი ვადა ექნებათ, კიდევ 1 თვეში კი, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება.
ზესტაფონთან დაგეგმილია 150 მეგავატი სიმძლავრის სადგურის მშენებლობა.
შეგახსენეთ, ნოემბრიდან წარმატებულად ფუნქციონირებს "ქართლის ქარის ელექტროსადგური" დაახლოებით, 12 მლნ კვტ.სთ უკვე მიწოდებულია ელექტროსისტემისთვის.
გორთან არის პოტენციალი და შესაძლოა კიდევ 100 მეგავატის დამატება მოხდეს.
GBC