Home
Category
TV Live Menu

ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებამ საპროგნოზო მოცულობას გადააჭარბა

5891a84f6abc3
BM.GE
01.02.17 13:18
1066
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2017 წლის იანვრის თვეში 6 540 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს 140 000 კილოვატ საათით აღემატება. ამასთანავე, სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია 1 კილოვატ საათზე 6.89 აშშ დოლარ ცენტად შეისყიდის.

შეგახსენებთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა და სისტემისთვის მიწოდებული ენერგია 1 თებერვლის მდგომარეობით ჯამურად 15 567 000 კილოვატ საათს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day