Home
Category
TV Live Menu

ქარის ელექტროსადგურმა თებერვალში 6 220 760 კილოვატ საათი გამოიმუშავა

5a98e5a9c45ab
BM.GE
02.03.18 09:47
908
„ქართლის ქარის ელექტროსადგურის” მიერ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო ენერგიამ 6 220 760 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 412 ათასი კილოვატ საათით აღემატება 2017 წლის თებერვალის თვის გამომუშავებას.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 110 143 760 კილოვატ საათს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day