Home
Category
TV Live Menu

"ქარის პირველი სადგური გაიხსნა და ეს არ იქნება დასასრული"

5a3b83f115dd8
სალომე მეცხვარიშვილი
21.12.17 13:46
752
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა სუფთა ენერგიაზე მეტ აქცენტს გააკეთებს. ამის შესახებ მან პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა განავითარებს, როგორც ქარის, ასევე მზის ენერგიასაც.

"მეტი აქცენტი გვექნება გადატანილი მწვანე ენერგიაზე. პირველი ქარის ელექტროსადგური უკვე გაიხსნა და ეს არ იქნება დასასრული. რამდენიმე მიზანშეწონილობის კვლევა უკვე ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მასშტაბური ასეთი ინვესტიცია იქნება მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ასევე, მზის ენერგია... გამომდინარე ტექნოლოგიური პროგრესიდან, რომ იაფდება ასეთი დანადგარები, ჩვენ მეტ აქცენტს გავაკეთებთ სუფთა ენერგიაზე. ჰიდრო დარჩება სტრატეგიულ ხაზად ჩვენს ენერგობალანსში",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day