Home
Category
TV Live Menu

ქარის პოტენციურ სადგურებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დასრულდა

59673055923ad
დავით ჯალაღონია
13.07.17 12:32
819
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქარის პოტენციურ სადგურებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაასრულა. როგორც შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, გორში მდებარე ქარის სადგურის სიმძლავრის 100 მგვტ-მდე გაზრდის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მომზადდა და ახლა ჯერი ენერგეტიკის სამინისტროზეა.

„ენერგეტიკის სამინისტროსგან დავალებას ველოდებით, გადავიდეთ მეორე ფაზაზე, რაც პროექტის უფრო დეტალურ მომზადებას და აქტიური სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს, თუ - არა“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს კომპანია „ჩალიკ ენერჯი ჯორჯიასთან ერთად“ ქარის ორი სადგურის პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რომელთაც მათი შვილობილი კომპანია „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“ უხელმძღვანელებს.

„ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა და ამ ეტაპზე სახელმწიფოსთან ტარიფის პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე ელექტროსისტემასთან თანხმდება ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით პირობები. ერთი პროექტი არის სოფელ ნიგოზასთან 50 მგვტ სიმძლავრის ფარგლები, მეორე კი საჩხერეში - 120 მგვტ-მდე სიმძლავრის. ამ პროექტებში სახელმწიფოს წილი 10-15% იქნება“, - განმარტავს თორნიკე ყაზარაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day