Home
Category
TV Live Menu

ქარიშხალმა "ირმა" ნავთობის ფასების ცვლილება გამოიწვია

59aff13a482df
BM.GE
06.09.17 16:58
1142
ქარიშხალმა „ირმა“ ნავთობის ფასებზე იქონია გავლენა. დღეს ნედლი ნავთობის ფასი 4-კვირიან მაქსიმუმზე დაფიქსირდა. Marketwatch-ის ინფორმაციით, WTI-ის ფასი დღის განმავლობაში $48.6 -ზე ივაჭრებოდა, რაც 9 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Brent -ის ტიპის ნავთობის ფასი 0.9%-ით გაიზარდა და $53.88-ზე ივაჭრება რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობმწარმოებლების ინფრასტრუქტურა ტროპიკური ქარიშხლებისთვის მეტწილად მზადაა, ქარიშხალი „ჰარვის“ მსგავსად ფასების მატებას ამჯერადაც „ირმას“ უკავშირებენ. აშშ-ში ქარიშხალი "ჰარვის" გამო მექსიკისყურის რაიონში მუშაობა შეაჩერა 15-მდე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ.

ქარიშხალი „ირმა“ მეხუთე კატეგორიისა. პუერტო-რიკოში, ქარიშხლის მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day