Home
Category
TV Live Menu

"ქართლის ქარის ელექტროსადგური" აუქციონის გზით გასხვისდება

58c1689b5ec1e
BM.GE
09.03.17 18:36
1254
მთავრობა „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ გასხვისებისთვის ემზადება. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ აუქციონის გზით გასხვისებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება დაევალათ. ამასთან სადგურის გასხვისებისთვის სარეალიზაციო ღირებულების შეფასება მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.

ცნობისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური შედგება 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან (ტურბინის მოდელი: V117-3.45 MW).

Subscribe to our news

Get the main news of the day