ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ივნისში 8 762 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა
BM.GE
04.07.17 14:39
• 761
ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ივნისის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 762 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 1 562 000 კილოვატ საათით აღემატება ივნისის თვის პროგნოზს. ამასთანავე სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 53 600 000 კილოვატ საათს.