Home
Category
TV Live Menu

"ქართლის ქარის სადგურის მიერ ენერგიის ათვისების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი დიდია"

59dc827335f84
BM.GE
10.10.17 12:17
848
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჩართვის დღიდან სექტემბრის ბოლო მონაცემებით 80 000 000 კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. მიმიდინარე წლის განმავლობაში სადგურის მიერ ქარის ენერგიის რესურსის ათვისება 53% უტოლდება, რაც ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია.

სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ კი 2017 წლი 27 იანვარს დარეგისტრირდა.

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ პროექტი, მისი ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, EMEA Finance -მა (Europe, Middle East and Africa Finance) ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.


ფოტო: Shermazana, ენერგეტიკის განვითარების ფონდი

Subscribe to our news

Get the main news of the day