ქართულ ავიაბაზარზე გერმანული Condor Airlines შემოდის
BM.GE
16.02.22 22:58
• 395
ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს.კომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa და Eurowings ასრულებენ, ზაფხულის სეზონზე ბერლინის მიმართულებით ფრენების განახლებას Georgian Airways-ც გეგმავს.