Home
Category
TV Live Menu

ქართულ ავიაბაზარზე იორდანიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan შემოდის

58db8aae8cf2d
BM.GE
29.03.17 14:19
983
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს. ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ამანი-თბილისი-ამანი საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას Air Arabia Jordan 2017 წლის 28 აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day