Home
Category
TV Live Menu

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიები მიმართულებებსა და სიხშირეებს ზრდიან

5a927a77dbd06
BM.GE
25.02.18 12:56
913
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ 14 ივნისიდან ოპერირებას ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს, ასევე 16 ივნისიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან ავიაკომპანია „Pegasus“-მა ასევე, გაზარდა ფრენის სიხშირე სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებით და ოქტომბრის ბოლომდე ფრენებს ნაცვლად 7 სიხშირისა, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს.

როგორც BM.GE-ს სააგენტოში განუცხადეს, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 36 ავიაკომპანია ოპერირებს. მატი თქმით, არსებული დინამიკა მგზავრთნაკადის კუთხით ავიაკომპანიების წილობრივი მაჩვენებლების დაბალანსების ტენდენციას გვაჩვენებს. მაგალითისთვის თუ 2015 წელს, “TurkishAirlines” წილი საავიაციო ბაზარზე 20% იყო, 2017 წლის მონაცემებით ავიაკომპანიის წილი 12%-ია. მეორე პოზიციაზეა ავიაკომპანია "Georgian Airways" 10%-ით.

Subscribe to our news

Get the main news of the day