Home
Category
TV Live Menu

ქართულ ინდუსტრიულ ზონებში კანონმდებლობის მეტ ლიბერალიზაციას ითხოვენ

5808600a455e0
BM.GE
20.10.16 10:10
1105
"ის ფაქტორი, რომ უცხოური კომპანიები ქართული „თიზებით“ ინტერესდებიან, მიუთითებს, იმაზე, რომ ის კონკურენტუნარიანია“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტს“ ჩინური "ჰუალინგის“ თიზ-ის დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. თუმცა ნიბლაძის განცხადებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართულ თიზ-ში ნაკლებად ლიბერალური კანონმდებლობაა.

"მაგალითად, თურქეთის თიზებში კომპანია რომელსაც წარმოებული პროდუქციის 85%-ზე მეტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვს, არამარტო ის თავისუფლდება მოგების გადასახადისგან, არამედ მასში დასაქმებული პირებიც საშემოსავლო გადასახადს არ იხდის, რაც ჩვენთან არ ხდება.

ჩვენთან არსებული კანონმდებლობით, არის 4%-იანი გადასახადი ნედლეულის შეტანაზე, რაც ჩვენი აზრით მართებული არაა.

ქართლ თიზ-ში კომპანიებს მხოლოდ იჯარით შეუძლიათ ისარგებლონ, ამის გადაბალანსებას ინვესტორებისთვის კარგი პირობების შეთავაზებით ვცდილობთ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ინვესტიცია გავიღოთ. ჩვენ რომ არ გაგვერემონტებინა ის ფართები რომელბიც ამორტიზებული იყო ინვესტორები არ შემოვიდოდნენ. თიზში შესვლისას უცხოელი ინვესტორის მიზანია, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ხარჯებში დაიწყოს წარმოება", - აცხადებს ნიბლაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day