Home
Category
TV Live Menu

ქართულ კომპანიებს შესაძლოა ავღანეთის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეს

58abe7b4b0286
BM.GE
21.02.17 11:08
1011
ქართულ კომპანიებს შესაძლოა ავღანეთის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა ქვეყნის პრეზიდენტთან მოხდა და მის მიერ გამოითქვა სრული მზაობა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ავღანეთის პრეზიდენტთან და მინდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

ასევე, გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაზე რომ ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა", - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day