მცხეთა-მთაინეთის რეგიონში ქალთა კოოპერატივის შეგროვებული სამკურნალო ბალახი-ფურისულა ექსპორტზე გავიდა. კოოპერატივებმა "შარახევი 1“ "სომეჯი“ "ნიჩბურა2015“ სამკურანლო ბალახის შეგროვება 2017 წლის აპრილ-მაისში დაიწყეს. ტყის არამერქნული პროდუქტი საშუამავლო კომპანია "კახეთი ბიომ“ შეისყიდა, რომელმაც ფურისულა გერმანიაში გაიტანა, სადაც ტრადიციული მეთოდით მედიკამენტი მზადდება.
"თემთა განვითარების სააგენტოში" აცხადებენ, რომ ერთი კილოგრამი გამშრალის ფურისულას მისაღებად 5 კილოგრამი ნედლი ყვავილია საჭირო. კოოპერატივებმა 130 კილო მშრალი ფურისულა აწარმოეს, სადაც არამარტო კოოპერატივის წევრების დასაქმდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც. მომავალში კოოპერატივები ისეთი ბიო სერთიფიცირებული მცენარეების შეგროვებასა და გადამუშავებას გეგმავენ, როგორიცაა კრაზანა, ასკილი, მაყვლის ჟოლო და კუნელის ფოთლები. სააგენტოს ინფორმაციით, კოოპერატივები ტყლაპის, ჩირისა და ცუკატის წარმოებასაც გეგმავენ.
პროექტი „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება, ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა" ორგანიზაციების "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო" და "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება", "ოქსფამ საქართველოს" მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის ლატარიის ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩამოყალიბდა 5 ქალთა კოოპერატივი: „შარახევი 1“ „სომეჯი“ „ნიჩბურა2015“ „ლიახვი2015“ და „ტყის ნობათი“. „სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული კოოპერატივები უზრუნველყო მცირე საწარმოებით, ხილისა და ბოსტნეულის მზის ჰიბრიდული საშრობითა და მზის წყლის გამაცხელებლებით.